ვიდეოტექნოლოგიები

კაცობრიობის ისტორიაში პირველად „შევეხეთ“ მზეს! – NASA (ვიდეო)

ისტორიაში პირველად NASA-ს ზონდი Parker Solar-ი მზის გვირგვინში შევიდა. NASA-ს განმარტებით, მზის შემადგენელ მატერიასთან უშუალო შეხება დაეხმარება მეცნიერებს მოიპოვონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მზისა და სისტემაზე მისი გავლენის შესახებ.

მკვლევარს იმედი აქვს, რომ ახლა, როდესაც პარკერის მზის ზონდი უკვე უშუალოდ გვირგვინში დაფრინავს, ბევრ საიდუმლოა აეხდება ფარდა და დიდი ხნის ნანატრ ცნობებს მიიღებენ.

„მზეს შევეხეთ. ისტორიაში პირველად კოსმოსური ხომალდი მზის გვირგვინში შევიდა – მზის ატმოსფეროს იმ წერტილში, სადაც მისი მაგნიტური და გრავიტაციული მიზიდულობა იმდენად ძლიერია, რომ მზის გამოსხივების შეჩერება შეუძლია. ჩვენი ზონდი Parker Solar-ი, რომელიც 2018 წელს გაეშვა, მზის გვირგვინში მოკლე პერიოდით პირველად წელს შევიდა.

მთვარეზე დაშვებამ საშუალება მისცა მეცნიერებს, გაეგოთ როგორ ჩამოყალიბდა თანამგზავრი, ასევე დაეხმარება მეცნიერებს მზის შემადგენელ მატერიასთან შეხება, რათა მოიპოვონ კრიტიკული ინფორმაცია ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის და მზის სისტემაზე მისი გავლენის შესახებ. მაგალითად Parker Solar-ის ზონდის მოგზაურობა მზის გვირგვინში უკვე ეხმარება ასტროფიზიკოსებს, გაიგონ მზის ქარში აღმოჩენილი უჩვეულო ზიგზაგების წარმომავლობა. Parker-მა უკვე ათჯერ ჩაუფრინა მზეს და გააგრძელებს მის სიახლოვეს მოძრაობას და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მონაცემების შეგროვებას“, – წერს NASA.

 

View this post on Instagram

 

A post shared by NASA (@nasa)

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close