„ბაბო ნატალე არ არსებობს“ – იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს „ოცნებები დაუმსხვრია“?
„სანტა კლაუსი (იტალიურად – „ბაბო ნატალე“/Babbo Natale – რედ) არ არსებობს და „კოკა კოლა“ და სხვები მას იყენებენ, რათა ჯანსაღი ღირებულებების გამავრცელებლებად ითვლებოდნენ“, – განაცხადა იტალიელმა ღვთისმსახურმა, ნოტოს ეპარქიის ეპისკოპოსმა ანტონიო სტალიანომ SS-ს ბაზილიკაში პოპულარული ღონისძიების, „ეფემერული ხელოვნების“ ფესტივალის დასასრულს. ფესტივალმა ბაროკოს სტილის ქალაქში ყველა ასაკის მოსწავლეები შეკრიბა. ამის შესახებ მედია იუწყება.
ღონისძიების კულმინაციური მომენტი იყო ცხენით წმინდა ნიკოლოზის შემობრძანების ზეიმი.
„არა, ბაბო ნატალე არ არსებობს. იმასაც დავუმატებდი, რომ სინამდვილეში წითელი ფერის სამოსი, რომელიც მას აცვია, Coca Cola-მ აირჩია საგანგებოდ სარეკლამო მიზნებისთვის“, – განაცხადა ეპისკოპოსმა. მათდა გასაოცრად, ვინც ეპისკოპოსს უსმენდა – უფროსებიდან ბავშვების ჩათვლით – მონსენიორ სტალიანომ ყურადღება გაამახვილა ბავშვებისთვის ძალზე ძვირფას თემაზე: მოახლოებულ საშობაო არდადეგებზე. მისი განცხადება ბავშვებისთვის მოულოდნელი იყო, დიდებში კი კამათი გამოიწვია, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ეპისკოპოსის საქციელმა ბევრი მშობელი აღაშფოთა, მათი თქმით, სასულიერო პირმა ბავშვებს პანდემიის დროს დღესასწაული და სიხარული წაართვა.
„ვთქვი, რომ სანტა კლაუსი (ბაბო ნატალე – რედ.) არ არის ისტორიული პიროვნება წმინდა ნიკოლოზისგან განსხვავებით, რომელსაც გამოგონილი პერსონაჟი უკავშირდება, – განმარტა მონსინიორ სტალიანომ. – პატარებს მოვუწოდე, რომ უფრო სწორი შეხედულება ჰქონდეთ მათზე, რათა მოლოდინით ცხოვრობდნენ. და უწინარესად, უმჯობესია საჩუქრების გაცვლა. თუ ბაბო ნატალე წმინდა ნიკოლოზია, მაშინ ბავშვები ღია უნდა იყვნენ ურთიერთდახმარების გრძნობისთვის, სოლიდარობისთვის ყველაზე ღარიბი ბავშვების მიმართ, მათთვის საჩუქრების გადასაცემად. …მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად კოკა-კოლას მწარმოებლის მიმართ, რომელმაც სანტა კლაუსი გამოიგონა, ეპისკოპოსის ამოცანაა სახარებისეულ ქველმოქმედებას შეასხას ხოტბა, მათ შორის, პოპკულტურის ამ სიმბოლოების მეშვეობითაც. ეს არის საშუალება, რომ ღვთისმეტყველებას მივდიოთ და აღვადგინოთ შობის ქრისტიანული ტრადიციის ჭეშმარიტი აზრი. ბავშვებმა იციან, რომ ბაბო ნატალე არის მამა ან ბიძა. ასე რომ, არანაირი დამსხვრეული ოცნება“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.
იტალიის კათოლიკური ეკლესიის სიცილიის ეპარქიამ ბოდიში მოუხადა მშობლებს ეპისკოპოსის განცხადების გამო. საეკლესიო პირების განმარტებით, მას მხოლოდ შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობის ხაზგასმა სურდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები