საზოგადოებასაბერძნეთი

აცრის მოწინააღმდეგეები ფსიქიატრებმა უნდა შეამოწმონ – საბერძნეთის უხუცესი მღვდელმთავარი

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა უხუცესმა მღვდელმთავარმა ილიასის მიტროპოლიტმა გერმანემ თავის ქადაგებაში ისაუბრა კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ.

მღვდელმთავარმა მორწმუნეებს შეახსენა საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილება, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია ეპიდემიური სიტუაციიდან.

მიტროპოლიტმა გერმანემ განაცხადა:

„ვაქცინის მოწინააღმდეგებზე ხშირად ვფიქრობ… მე ვფიქრობ, ისინი ფსიქიატრიულ შემოწმებას უნდა გადიოდნენ. ეს ხალხი თვითმკვლელია! როგორ შეიძლება გტკიოდეს თავი და არ დალიო გამაყუჩებელი?! შენ ხომ სადისტი იქნები?! როგორ შეიძლება მეცნიერებამ მოგვცეს წამალი, რომელიც გარდაცვალებისგან გვიცავს და ჩვენ უარი განვაცხადოთ?! ეს ხომ თვითმკვლელობაა!“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა გერმანემ.

wenews.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close