იტალიაკულტურა

საუკუნის აუქციონი: რომში კარავაჯოს მიერ მოხატული ვილა იყიდება

რომში მდებარე ვილა, რომლის ჭერიც კარავაჯომ მოხატა, აუქციონზე იყიდება

სასახლე Casino dell’Aurora XVI საუკუნეშია აგებული, ის განსაკუთრებულ ისტორიულ ფასეულობას წარმოადგენს. მხოლოდ აქ არის შესაძლებელი კარავაჯოს მიერ ერთადერთი შესრულებული ფრესკის ხილვა, რომელზეც გამოსახულია იუპიტერი, ნეპტუნი და პლუტონი.

ვილის გაყიდვის გადაწყვეტილება იტალიელმა მოსამართლემ 2018 წელს მისი მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ ხანგრძლივი დავის შემდეგ მიიღო. აუქციონი 18 იანვარს ჩაინიშნა. სასახლის საწყისი ფასი 471 მილიონი ევრო იქნება.

ვილა Casino dell’Aurora (იგივე ვილა ლუდოვიზი) 1570 წელს აიგო და 1600-იანი წლებიდან ეკუთვნის ლუდოვიზის ოჯახს. პრინც ნოკოლო ბონკომპანის გარდაცვალების შემდეგ სასახლე მემკვიდრეობითი დავის საგნად იქცა მის შვილებსა და მესამე ცოლს შორის.

დაახლოებით სამი მეტრის სიგანის ფრესკა კარდინალმა ფრანჩესკო მარია დელ მონტემ 1597 წელს დაუკვეთა ალქიმიის ლაბორატორიისათვის. ის მხოლოდ 1960-იან წლებში აღმოაჩინეს რემონტის შემდეგ, მანამდე ფრესკა ფასადს მიღმა იმალებოდა.

ფრესკის ერთ-ერთი ფრაგმენტი

რიტა ჯენრეტ ბონკომპანი-ლუდოვიზი, რომელიც ადრე აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის – ჯონ ჯენრეტ-უმცროსის მეუღლე იყო, 2009 წელს დაქორწინდა პრინცზეю

ვილაში არის სხვა ფრესკებიც, რომელთა ავტორიც ბოლონიელი ფერმწერი გვერჩინოა.

მაღალი სტანდარტების შესაბამისი რემონტის გაკეთებას 11 მილიონი ევრო დაჭირდება.

საუკუნეების განმავლობაში ვილას სტუმრობდა სხვადასხვა ცნობილი ადამიანი.

ვილა ლუდოვიზი რომაული ბაროკოს მარგალიტია, რომელიც კვირინალის ბორცვზეა აგებული.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close