fbpx
მედიცინა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა – მეცნიერებმა გაარკვიეს, რა იწვევს თრომბოზს

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ იპოვეს მექანიზმი, რომელსაც თრომბოზამდე მივყავართ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ.

მეცნიერთა ჯგუფმა კარდიფიდან (უელსი) და აშშ-იდან დეტალურად აჩვენა, როგორ მიიზიდავს სისხლის ცილას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მთავარი კომპონენტი.

თრომბების წარმოქმნის მექანიზმი ჯაჭვური რეაქციაა ანუ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი მექანიზმი ჯაჭვურ რეაქციას იწვევს, რომელშიც იმუნური სისტემა მონაწილეობს, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა მოჰყვეს საშიში შენადედების წარმოქმნა. ითვლება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ დაახლოებით მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

თუმცა თრომბოზის იშვიათი შემთხვევების გამო ამჟამად ალტერნატიულ ვაქცინას იყენებენ, რომელსაც დიდ ბრიტანეთში 40 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობენ. აგრეთვე, დაიწყო უამრავი გამოძიება, რათა დადგინდეს, რა ხდება და შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან აცილება. კარდიფის მეცნიერთა ჯგუფმა კვლევისთვის სპეციალური სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, რათა პასუხები იპოვოს. მკვლევრებს აღნიშნულ პროგრამაში AstraZeneca-ს მეცნიერებიც შეუერთდნენ მას შემდეგ, რაც ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის პირველი შედეგები გამოქვეყნდა.

AstraZeneca-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ უფრო სავარაუდოა, თრომბები (შედედებული სისხლი) კორონავირუსულმა ინფექციამ გამოიწვია და არა ვაქცინამ და სრული ახსნა იმისა, რატომ გაჩნდა ლეკერტები, ჯერ ვერ დადგინდა. „მართალია კვლევა ჯერ არ დასრულებულა, ის მაინც წარმოგვიდგენს საინტერესო ინფორმაციას; AstraZeneca სწავლობს საშუალებებს კვლევის შედეგების გამოსაყენებლად და ამ ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტის აღმოსაფხვრელად“, – დასძინა მან.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ევროკავშირში 2021 წლის აპრილამდე გამოიყენებოდა, შემდეგ, თრომბოზის და გარდაცვალების საკმაოდ ხშირი შემთხვევის გამო, მასზე უარი თქვეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close