ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა
მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მეცოსოპრანო, 37 წლის ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას 30 ნოემბერს გოგონა შეეძინა, რომელსაც ლილეანა დაარქვა.
ამ სასიამოვნო ამბის შესახებ ინფორმაცია ანიტამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
„წუხელ პატარა ლილეანა მაისურაძე დაიბადა. ანიტა და ლილე ორივე ჯანმრთელები არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ. ღმერთო, მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს ანიტა რაჭველიშვილი და პატარას ფოტოს აქვეყნებს.
ანიტამ თავისი ფეხმძიმობის ამბავი თაყვანისმცემლებს 2 ივლისს ამცნო ვიდეოს საშუალებით. 10 ივლისს პანათინაიკოსის სტადიონზე ვერდის გალა კონცერტზე მომღერალს თეთრ კაბაში ფეხმძიმობა კარგად ეტყობოდა.
ანიტა და მისი მეუღლე ოთარ მაისურაძე ხუთი წლის წინ დაქორწინდნენ. ლილეანა წყვილის პირველი შვილია. ანიტა სცენაზე დაბრუნებას იანვარში გეგმავს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები