fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

დონალდ ტრამპმა მეგან მარკლი მკაცრად გააკრიტიკა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, 75 წლის დონალდ ტრამპმა GB News-ისთვის ინტერვიუ მისცა ბრიტანელ პოლიტიკოს ნაიჯელ ფარაჯს, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა 40 წლის მეგან მარკლი.

დონალდ ტრამპმა მეგანი სამეფო ოჯახის უპატივცემულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იგი თავის 37 წლის ქმარს, პრინც ჰარის იყენებს.

„მგონია, რომ ჰარის საშინლად იყენებენ და ამის გამო ის ოდესმე ინანებს. ვფიქრობ, ამან გააფუჭა მისი ურთიერთობა ოჯახთან და ეს დედოფალს ტკივილს აყენებს. ვფიქრობ, ის ძალიან უპატივცემულოდ იქცევა სამეფო ოჯახის და, რაც მთავარია, დედოფლის მიმართ“, – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე დაგმო მეგანის მიმართვა აშშ-ის კონგრესში, სადაც იგი ბავშვის მოვლისთვის ანაზღაურებადი  შვებულების შემოღების წინადადებით გამოვიდა, და მის ქმედებას „უადგილო“ უწოდა.

„იგი აკეთებს ისეთ რამეებს, რაც მე უადგილოდ მიმაჩნია“, – თქვა ტრამპმა.

დონალდ ტრამპს არასოდეს დაუმალავს, რომ მეგან მარკლი გულზე არ ეხატება. ორი წლის წინ მან მეგანს საჯაროდ „ღვარძლიანი“ უწოდა. ჰერცოგინიას, თავის მხრივ, ასევე არასოდეს ჰქონია განსაკუთრებული სიყვარული ტრამპის მიმართ – იგი მას „ქალთმოძულედ“ მოიხსენიებს. გარდა ამისა, მეგანი ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს დემოკრატებს, ტრამპი კი რესპუბლიკელია.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close