იტალიასაზოგადოება

იტალია: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აუცრელებისთვის მხოლოდ უარყოფითი კოვიდ-ტესტით იქნება შესაძლებელი

1000 ევრომდე ჯარიმა ელით იტალიაში იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას გადაწყვეტენ ვაქცინაციის ან Covid-19-ზე უარყოფითი ტესტის გარეშე. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ეს რეგულაცია 6 დეკემბრიდან შედის ძალაში, როდესაც სუპერ გრინ პასი (super green pass) ამოქმედდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ ორშაბათ საღამოს (29 ნოემბერი) მიიღო. მისი შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 600-იდან 1000 ევრომდეა განსაზღვრული. მგზავრების შემოწმება დაევალებათ არა მარტო მუდმივ კონტროლიორებს, არამედ პოლიციელებს, კარაბინერებს, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი ლუჩანა ლამორჯეზე მოუწოდებს იტალიის ყველა პროფკავშირს, ეფექტიანად ითანამშრომლონ მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა მკაცრად და გამონაკლისების გარეშე შესრულდეს მიღებული ზომები. კერძოდ, შეუმოწმონ დოკუმენტები რესტორანში, მაღაზიებში, სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში შემსვლელ მოქალაქეებს, რათა არ დაუშვან არავაქცინირებული ვიზიტორები. მან კომუნიკეში ასეც დაწერა: „იქნება მკაცრი კონტროლი“.

კონტროლი კი უკვე გამოსასვლელი დღეებიდან დაიწყება, „საბედისწერო“ 6 დეკემბრამდე.

როგორც მინისტრი ლამორჯეზე აცხადებს, სამინისტროს მთელი აპარატი მობილიზებულია; იგი ჰპირდება მთავრობას, რომ ყველაფერი გაკეთდება „შობის გადასარჩენად და ახალი ჩაკეტვის თავიდან ასაცილებლად“, ამიტომ მკაცრად გაკონტროლდება ყველა ძველი და ახალი ზომის დაცვა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close