მედიცინა

კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულებს ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვთ – დამაიმედებელი ინფორმაცია ომიკრონის სამშობლოდან

სამხრეთაფრიკელი ექიმის და ქვეყნის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარის, ანჟელიკ კოეტზეს თქმით, კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით ინფიცირებულების სიმპტომები განსხვავდება დელტა შტამით ინფიცირებულთა სიმპტომებისგან, თუმცა ისინი ძალიან მსუბუქი იყო და მათი მკურნალობა სახლშიც შესაძლებელია. კოეტზემ ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მესამე ტალღის დროს ჩვენ ვნახეთ ბევრი პაციენტი, რომელიც დელტა შტამით იყო ინფიცირებული, თუმცა ეს არ ჯდება კლინიკურ სურათში. ექიმები ხედავენ, რომ ომიკრონით ინფიცირებულთა უმეტესობას ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვთ“, – თქვა ექიმმა.

კოეტზეს თქმით, დელტა შტამისგან განსხვავებით, ომიკრონით ინფიცირებულ პაციენტებს არ დაუკარგავთ სუნისა და გემოს შეგრძნება, ასევე, ახალი შტამით ინფიცირებულებში ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა არ გამოვლენილა.

მსოფლიოს ქვეყნები შტამ ომირკონის საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ისრაელი, ავსტრალია, ჩეხეთი იმ ქვეყანათა შორის არიან, რომლებმაც უკვე დაადასტურეს შტამ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები თავიანთ ტერიტორიაზე.

ქვეყნები ახალი შტამით ინფიცირების პრევენციის მიზნით უკვე აწესებენ შეზღუდვებს. ისრაელის მთავრობამ ომირკონის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დღეიდან 2 კვირით ჩაკეტა საზღვრები უცხოელი მოქალაქეებისთვის. შეზღუდვები დააწესეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ.

შტამ ომიკრონის გავრცელების გამო აფრიკის 8 ქვეყნიდან ჩამოსულებისთვის საზღვრის კვეთაზე რეგულაციები დააწესა საქართველოს მთავრობამაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გავრცელებული შტამი უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.  მიუხედავად ამისა, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ნაჩქარევად არ შემოიღონ მოგზაურობაზე შეზღუდვები და „რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული მიდგომით“ იხელმძღვანელონ.

Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგ არსებული ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდება, კომპანიას შეძლებ 100 დღეში ვაქცინის განახლებული ვერსია შეიმუშაოს და მისი მიწოდებისთვის მზად იყოს. ომიკრონის ვაქცინაზე მუშაობს კომპანია Novavax-იც.

tabula.ge

2 დღის წინ გაცნობეთ, რომ იტალიელმა მეცნიერებმა ომიკრონის პირველი გამოსახულება წარმოადგინეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close