რას არ გაიგებ/ფაქტებიჯანმრთელობა

მართალია თუ არა, რომ ადამიანები „კოვიდ-წვეულებებზე“ მიდიან იმისათვის, რომ დაინფიცირდნენ და ვირუსი მსუბუქ ფორმებში გადაიტანონ?

აშშ-ში გამართული პირველი „კოვიდ-წვეულების“ შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გასულ ზაფხულს გაავრცელა. ორგანიზატორებმა ამ ღონისძიებაზე მიიწვიეს უკვე ინფიცირებული პაციენტები და ბილეთები ჯანმრთელ ადამიანებს მიჰყიდეს. მას, ვინც „წვეულების“ დასრულების შემდეგ ოფიციალურად პირველი დაადასტურებდა, რომ დაინფიცირდა, ფულადი პრიზის მიღება შეეძლო. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს ესწრებოდნენ, დაინფიცირდნენ და გარდაიცვალნენ. აღნიშნული ინიციატივის საფუძველი გახდა მოსაზრება, თითქოს თუ ვირუსი მსუბუქი ფორმით დაავადებული პირისგან გადაგედებათ, Covid-19-ს თქვენც მარტივად გადაიტანთ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივა სიახლეს სულაც არ წარმოადგენს. მართლაც, „ჩუტყვავილა“ და „წითელა- წვეულებები“ საკმაოდ ძველი და კარგად ცნობილი ფენომენია. ადამიანები, რომლებსაც ზემოხსენებული ინფექციების წინააღმდეგ თავიანთი შვილების აცრა არ სურთ, მათ უშვებენ ისეთ ოჯახში, სადაც ჩუტყვავილათი ან წითელათი დაავადებული პირი ცხოვრობს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ბავშვი დაავადდეს და კონკრეტული ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი ჰქონდეს. მსგავს მიდგომას ექიმები მკაცრად აკრიტიკებენ, რადგან დაავადება უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე ვაქცინაცია.

მაშასადამე, მეტროთი ან მიკროავტობუსით მგზავრობა ისეთივე „ეფექტიანია“, როგორც „კოვიდ-წვეულებაზე” წასვლა?

„თემატურ წვეულებასა“ და  მეტროს ვაგონში დაინფიცირების რისკი თავშივე განსხვავებულია. „წვეულებას“ ვირუსის მატარებლები აუცილებლად ესწრებიან, რასაც ტრანსპორტზე ვერ ვიტყვით. მგზავრობისას ყველაფერი კონკრეტულ პირობებზეა დამოკიდებულ. ერთია, როდესაც ნახევრად ცარიელი ვაგონით რამდენიმე სადგურს გაივლით და სადაც ვენტილაცია დარეგულირებულია, მეორეა, როდესაც საქალაქთაშორისო მიკროავტობუსში დახურული ფანჯრებით მგზავრობთ.

ძირითადად, კორონავირუსი აეროზოლური ფორმით არის გადამდები. Covid-19-ით ინფიცირების რისკის შეფასების ზოგადი პრინციპებიც კარგად არის ცნობილი:

–    რაც უფრო ხანგრძლივია კონტაქტი, რისკიც მეტია;
–    დახურულ დაწესებულებაში რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე ღია სივრცეში. საფრთხის რაოდენობრივად შედარება საკმაოდ რთულია, რადგან შიდა სივრცეებიც ძალიან განსხვავებულია. თუმცა ერთ-ერთი მოხსენების თანახმად, დახურულ დაწესებულებაში ინფექციის გავრცელების რისკი დაახლოებით 18-ჯერ მეტია, ვიდრე ღია სივრცეში.
–    შენობაში ინფიცირების ალბათობა დამოკიდებულია ვენტილაციაზე და არა ნიღბების ტარებაზე, ზედაპირების დეზინფექციასა და სხვა ფაქტორებზე. ამის მიზეზი კი სწორედ ვირუსის გავრცელების აეროზოლური ფორმაა.
–    სწორედ დახურულ სივრცეშია ყველაზე საშიში ისეთი აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია აეროზოლების წარმოქმნასთან (სიმღერა, სიცილი, ხმამაღალი საუბარი).

ყოველი ზემოთქმულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „წვეულებაზე“ ინფიცირების ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება, თუ ის ჩატარდება შენობაში, რომლის ფანჯრებით დახურულია, გაგრძელდება დიდხანს და აქტივობებით იქნება დატვირთული.

თუ ადამიანი დაინფიცირდა პირისგან, რომელსაც Covid-19 მსუბუქი ფორმით აქვს, ვირუსს ისიც მარტივად გადაიტანს?

არა, ეს სიცრუეა! რამდენად მძიმედ წარიმართება დაავადება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლებით განისაზღვრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი და იმავე ვირუსით ინფიცირება სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულ სიმპტომებს გამოიწვევს.

ინფექციის მძიმე მიმდინარეობა უფრო ხშირია კაცებში, ხანდაზმულებში, გარკვეული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), ჭარბი წონის მქონე პირებსა და მწეველებში. გარკვეულ როლს ასრულებს გენეტიკური მახასიათებლებიც.

რეინფიცირების მძიმე ფორმისგან დაცვა Covid-19-ის უსიმპტომო მიმდინარეობით გამოწვეულ ანტისხეულებსაც შეუძლიათ,. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვირუსის მსუბუქი ფორმა ნაკლებად სახიფათო შტამითაც იყო განპირობებული, რასაც „დელტაზე“ ვერ ვიტყვით.

გარკვეულწილად, კი: აცრის შემდეგ დაავადება ბევრად უფრო მსუბუქია, თუნდაც დელტა შტამით ინფიცირებისას. ყველაზე მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ პანდემიის დასრულებისა და  ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია!

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close