საზოგადოებასაბერძნეთი

უმძიმესი ტრაგედია საბერძნეთში – ბიძა და ძმისშვილი ღვინის რეზერვუარში გარდაცვლილები იპოვეს

50 წლის მამაკაცი და მისი 16 წლის ძმისშვილი ერთდროულად დაიღუპნენ, ფაქტობრივად, რამდენიმე წუთში ღვინის რეზერვუარის გაწმენდის მცდელობისას. ტრაგედია საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ირაკლიონში, აგია ბარბარას რაიონში მოხდა.

ბიძა-ძმისშვილს რეზერვუარი ნალექისგან უნდა გაეწმინდა მას შემდეგ, რაც იქიდან ღვინო გადმოასხეს, თუმცა შხამიანმა ანაორთქლმა ისინი შეიწირა. პირველი უზარმაზარ ჭურჭელში 16 წლის ბიჭი ჩავიდა, თუმცა რამდენიმე წამში გონება დაკარგა. ბიძა თავადაც ჩავიდა რეზერვუარში, რომ ძმისშვილს მიხმარებოდა, თუმცა რამდენიმე წამში მანაც გონება დაკარგა.

16 წლის ბიჭის ტყუპისცალმა მამას შეატყობინა, რომ მისი ძმა და ბიძა აღარ ჩანდნენ, მამამ საგანგებო სამაშველო სამსახური გამოიძახა, ადგილზე პოლიციაც მივიდა. იმისათვის, რომ გარდაცვლილები რეზერვუარიდან გამოეყვანათ, ჭურჭლის გაბურღვა დასჭირდათ.

ტასოს ვრენცოსი, ციკუდიის (კრეტული სპირტიანი სასმელი) ტრადიციული დისტილატორების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ გაწმენდის წინ რეზერვუარში საკმარისი იქნებოდა წყალი ჩაესხათ და ადამიანები არ დაიღუპებოდნენ.  მან განმარტა, რომ ნალექი სითხის გადმოსხმის შემდეგ აგრძელებს დუღილს და ანაორთქლის გამოყოფას, ხოლო რადგან რეზერვუარი ხუფით იყო დახურული, მასში მომწამვლელი აირი დაგროვდა. მისი თქმით, 3-4 წამი საკმარისი იყო, რომ ბიჭს და ბიძამისს გონება დაეკარგათ, კომაში ჩავარდნილიყვნენ და გაგუდულიყვნენ.

მისივე თქმით, ტრაგედია ტექნოლოგიის არცოდნის გამო დატრიალდა. ყველა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ  ჭურჭლის გაწმენდამდე მასში წყლის ჩასხმა აუცილებელია. მან იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მსგავსი სამუშაოსთვის დაუშვებელია არასრულწლოვანის გამოყენება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close