ისტორიაიტალიასაზოგადოება

300 წლის წინანდელი იტალიური „QR-კოდი“ – „მწვანე საშვი“

აი, ასე გამოიყურება 300 წლის წინანდელი იტალიური „გრინპასი“ – „მწვანე სერტიფიკატი“, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ. დოკუმენტი გაცემულია იტალიურ კომუნა მონტეკიოში (იტალ. Montecchio; კომუნა მდებარეობს უმბრიის რეგიონში, ტერნის პროვინციაში).

რამდენადაც „ჩვენი მიწა, ღვთის წყალობით, თავისუფალია შავი ჭირის რაიმე ნიშნებისგან“, ამ სერტიფიკატის წარმომდგენს შეუძლია გაემგზავროს ქალაქ რეჯო ემილიაში, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კიდევ ერთხელ მტკიცდება თეზა, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ასწლეულები გადის და ახალი არაფერია, ყველაფერი ოდესღაც უკვე მოხდა.

რაც შეეხება შავ ჭირს, საქმე ეხება „მარსელის დიდ ეპიდემიას“, რომელიც 1720-1722 წლებში მძვინვარებდა საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში და 2 წელიწადში მისი 90 ათასი მცხოვრებიდან 50 000 შეიწირა. ეპიდემია საფრანგეთის 4 სხვა ქალაქშიც გავრცელდა (ექს-ან-პროვანსში, არლში, აპტსა და ტულონში), სადაც, საერთო ჯამში, კიდევ 50 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიამ მთელ ევროპაში შეშფოთება გამოიწვია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close