fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

5 ათასი ევრო სრულად ვაქცინაციის შემთხვევაში – გერმანული კომპანია დასაქმებულებს წაახალისებს

უკვე რამდენიმე კვირაა გერმანიაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელებს ითვლის. ქვეყნის ხელისუფლება ინფექციის ფართოდ გავრცელების ფონზე საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს და ახალი რეგულაციების დაწესებაზე მსჯელობს.

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გერმანიაში კოვიდ-19-ზე ტესტის ჩატარება კვლავ უფასო გახდა. გერმანული ონლაინგაყიდვების ერთ-ერთი საბითუმო კომპანია კი, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, დასაქმებულებს ბონუსის სახით 5000 ევროს ჰპირდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად აცრის დამადასტურებელ საბუთს წარადგენენ.

ავსტრიამ, პრაქტიკულად, ლოქდაუნი დააწესა არავაქცინირებულებისათვის: ამ ადამიანებს შეზღუდული ექნებათ კაფეებში, რესტორნებსა და სალონებში შესვლა. ნიდერლანდები კი ნაწილობრივ ლოქდაუნს აწესებს. ახალი რეგულაციების თანახმად, შეზღუდვები დაწესდა შეკრებაზე – მაქსიმუმ 4 კაცი ოჯახში შეკრებისას, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს ე. წ. მწვანე ბარათის წარდგენა მოუწევთ. მაღაზიები, კაფეები და რესტორნები მუშაობას საღამოს 8 საათზე დაასრულებენ.

რეგულაციებს ამკაცრებს ჩეხეთიც. ახალი შეზღუდვები მომდევნო კვირიდან შევა ძალაში . ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა აეკრძალება საზოგადოებას, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სკოლებში მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება კოვიდტესტის გაკეთება.

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა გაერთიანებულ სამეფოშიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ვირუსთან საბრძოლველად საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს, აცრილებს კი – ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ.

თვეზე მეტია, რუსეთში ყოველდღიურად სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.

კოსტა-რიკა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა ცენტრალურ ამერიკაში, სადაც 5 წლის ასაკიდან ბავშვების კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის შესაძლებლობა დაუშვეს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close