საფრანგეთს „მფრინავმა თეფშმა“ გადაუფრინა (ვიდეო)
თვითმხილველების თქმით, ობიექტს ჰქონდა ძალიან მაღალი სიჩქარე და ფრენის ჩახლართული ტრაექტორია
საფრანგეთის ცაზე იდუმალი ანომალია დაფიქსირდა, რამაც მეცნიერები დააბნია, იტყობინება ბრიტანული გამოცემა Express-ი.
შემთხვევა გასულ სამშაბათს საღამოს მოხდა. ღამის ცაზე მოულოდნელად ცილინდრის ფორმის ობიექტი გამოჩნდა, რომელიც ნარინჯისფერი იყო და ანათებდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა. იდუმალი მოვლენა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე რამდენიმე საფრანგეთის ქალაქის ათეულობით მცხოვრებმა დააფიქსირა.
„თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ობიექტის წარმოუდგენელი ბრუნვები და სიჩქარე, რომელიც თითქოს ჰაერში ტრიალებდა, ამტკიცებს, რომ ეს არ იყო საჰაერო ბუშტი, არც თვითმფრინავი ან თანამგზავრი“, – ნათქვამია გამოცემაში.
ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ საფრანგეთის ცაზე დაფიქსირებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შეიძლება ყოფილიყო საჰაერო ბუშტი, თვითმფრინავი ან თანამგზავრი. მან ჰქონდა ძალიან მაღალი სიჩქარე და ფრენის ძალიან დახლართული ტრაექტორია, რაც არ არის დამახასიათებელი ჩამოთვლილი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
sputnik-georgia.com
კომენტარები