ვიდეოხელოვნებასაქართველო

ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს პარიზში საბავშვო ევროვიზიაზე – კლიპის პრეზენტაცია (ვიდეო)

„რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია გახდა. პროექტში გამარჯვებით მომღერალმა საბავშვო ევროვიზიის საგზური მოიპოვა და სწორედ ის გახდა საქართველოს ხმა ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მუსიკალურ კონკურსზე.

რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს, 19 დეკემბერს გაიმართება. წელს საბავშვო ევროვიზიას პარიზი მასპინძლობს – როგორც მოგეხსენებათ, შარშანდელ კონკურსში ფრანგმა გოგონამ გაიმარჯვა.

ტრადიციულად, პირდაპირი ტრანსლაცია საფრანგეთიდან საქართველოს პირველი არხზე იქნება.

უკვე მეოთხე წელია, საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის შერჩევა საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ მეშვეობით ხდება. პროფესიონალი ჟიური საუკეთესოთა შორის საუკეთესოს რამდენიმე საკონკურსო ტურის შემდეგ ირჩევს.

რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული სამ ფინალისტს შორის გამოვლინდა – ნიკოლოზ ქაჯაიას გარდა ფინალისტები იყვნენ ბარბარე მახათაძე და გეგა შონია.

10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია ბავშვობიდან გატაცებულია მუსიკით და სიმღერით. იგი სწავლობდა ვოკალის სასწავლებლებში, მათ შორის აღსანიშნავია „ვოკალის აკადემია“; მონაწილეობდა  სხვადასხვა სატელევიზიო შოუსა და კონცერტში.

პატარა მუსიკოსი 2020 წელს ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, საფორტეპიანო განყოფილებაზე. მუსიკის გარდა ნიკოლოზი გატაცებულია ძერწვით და ხატვით.

საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე 2007 წლიდან მონაწილეობს.

ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება, სახელწოდებით „დავაგროვოთ ღიმილები“ (Let’s Count the Smiles).

გიგა კუხიანიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფთან უკვე მეცამეტე წელია თანამშრომლობს. საქართველოს წარმომადგენლებმა საბავშვო ევროვიზიაზე სამჯერ გაიმარჯვეს და სამივეჯერ გიგა კუხიანიძის დაწერილი სიმღერით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close