ჯანმრთელობარჩევები

თუ გსურთ დემენციის თავიდან აცილება, მოერიდეთ ამ სამ პროდუქტს

დემენცია კვლავაც რჩება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ სამედიცინო პრობლემად, შესაბამისად, მკვლევარები მუდმივად მუშაობენ პროფილაქტიკური ზომების გაუმჯობესებაზე, წერს გამოცემა Daily Express-ი.

გამოცემის ცნობით, მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ არსებობს სამი ძირითად პროდუქტი, რომლებსაც ნებისმიერ ფასად უნდა მოვერიდოთ, თუ გვსურს დემენციის განვითარებას შევუშალოთ ხელი.

სპეციალისტების თქმით, კოგნიტიური ჯანმრთელობის გაუარესებას ხელს უწყობს ისეთი საკვები, როგორიცაა:

მდნარი ყველი — ცოტა ხნის წინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ გადამუშავებული რძის პროდუქტები ხელს უწყობს ტვინში დამაზიანებელი ნადების წარმოქმნას. ზოგადად, გადამუშავებული პროდუქტები არა მარტო აქვეითებს კოგნიტიურ ფუნქციებს, არამედ მნიშვნელოვნად აჩქარებს კიდეც ტვინის ფუნქციის გაუარესებას. დამღუპველმა შედეგებმა შესაძლოა სულ რაღაც ოთხ კვირაში იჩინოს თავი.

თეთრი პროდუქტი — თეთრი ფერის საკვები, მაკარონის, ბრინჯის, თეთრი ფქვილის ნაწარმის ჩათვლით, ერთნაირად მავნებლად მიიჩნევა. ეს იმიტომ, რომ ისინი ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევს და თავის ტვინში ფოლაქებს წარმოქმნის, რასაც კოგნიტიური ფუნქციების ნელი დეგენერაცია მოსდევს.

პოპკორნი — მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული პოპკორნი განსაკუთრებით მავნებლად მიიჩნევა, ვინაიდან ის დიაცეტილს შეიცავს — მავნე ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც თავის ტვინში ამილოიდური ფოლაქების წარმოშობის რისკს ზრდის.

დიაცეტილის საფრთხე 2012 წლის ერთ-ერთი კვლევით დადგინდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს შენაერთი ასევე ხელს უწყობს რესპირატორულ და ფილტვების დაავადებებს.

რაც შეეხება ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტებს, მკვლევრების თქმით, ეს ომეგა-3-ის შემცველი საკვებია. ჟურნალ Brain Behavior and Immunity-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს ნივთიერება წინააღმდეგობას უწევს გადამუშავებული საკვებით გამოწვეულ ანთებით პროცესებს.

ტვინში ნეიროდეგენერაციის გამომწვევი ფოლაქების წარმოქმნის აღკვეთა შეუძლია: ნიგოზს და  თხილეულს, ცხიმიან თევზს, ზოგიერთი სახის ზეთს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close