ეკონომიკასაზოგადოება

რატომ არ უნდა იყიდოთ იტალიაში სახლი ერთ ევროდ – რა ხდება რეალურად?

იტალიაში ბოლო რამდენიმე წელია სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება განცხადებები სახლების ერთ ევროდ გაყიდვის თაობაზე, თუმცა საქმეში ჩახედული ადამიანები პოტენციურ მყიდველებს აფრთხილებენ, რომ ასეთი გარიგების შედეგად შესაძლოა ვალებში ჩაფლული აღმოჩნდნენ და სოლიდური თანხაც დაკარგონ. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

უცხოელი მოქალაქეები, რომლებსაც ფასი იზიდავს, ხშირად არ არიან საქმის კურსში, რომ სიმბოლურ ფასად საცხოვრებლის ყიდვის შემდეგ ვალდებულნი არიან, მოკლე ვადაში გააკეთონ რემონტი და შეასრულონ სხვა პირობები, რომლებიც ეშმაკურად შედგენილ ხელშეკრულებაშია მითითებული.

პირველ რიგში, სპეციალისტების თქმით, ასეთი შენობების რესტავრაცია სოლიდური თანხა შეიძლება დაჯდეს – 20 ათასი ევროს ზემოთ.

მყიდველებს, აგრეთვე, სთხოვენ, შეიტანონ საწინდარი 5 ათასი ევროს ოდენობით. ისინი ამ თანხას დაკარგავენ, თუ რემონტს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში არ დაასრულებენ.

დაბოლოს, გამოცემა წერს, რომ ზოგიერთ ქალაქში სახლები იყიდება მხოლოდ იმ პირობით, რომ მყიდველი იქ  გადავა საცხოვრებლად, ან იქ დაიწყებს მუშაობას თუ ბიზნესის წარმოებას.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close