მოგზაურობატექნოლოგიები

საქართველო ევროკავშირის კოვიდბარათების QR კოდების სისტემას რამდენიმე დღეში მიუერთდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველო ევროკავშირის QR კოდების სისტემას რამდენიმე დღეში მიუერთდება.

„ამაზე ძირითადად მუშაობენ სამინისტროს IT დეპარტამენტი, იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეში უკვე საქართველო უნდა მიუერთდეს“, – თქვა გამყრელიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ევროკავშირს უკვე აღიარებული აქვს საქართველოს მეზობელი ქვეყნების – სომხეთისა და თურქეთის კოვიდბარათები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close