კრიმინალი

ისრაელში „ქართული მაფიის ბოსი“ და მისი ვაჟი მანქანაში ჩაცხრილეს (ვიდეო)

ისრაელში, ხაიფას ჩრდილოეთით, დასახლება კირიათ მოცკინში „ქართული მაფიის ბოსად“ წოდებული კრიმინალის სახლთან ახლოს, ფარებანთებულ მანქანაში პოლიციამ ორი მოკლული მამაკაცი აღმოაჩინა.

როგორც Telegram NEWSru.co.il-ი წერს, ჩაცხრილულები „ქართული მაფიის ბოსი“ – 53 წლის შუმი ისაკოვი და მისი 20 წლის ვაჟი – პეერია.

თვითმხილველთა მონათხრობით, მათ 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მამა-შვილი ადგილზე გარდაიცვალა. სამი მსროლელი კი ადგილიდან მიიმალა.

პოლიციაში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა უკავშირდება ერთი კვირით ადრე ნაჰარიაში ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ლიკვიდაციის მცდელობას.

2011 წელს შუმი ისაკოვზე თავდასხმა მოხდა. მაშინ ის თავდასხმას გადაურჩა, მსუბუქად დაიჭრა, დაჭრილი იყო მისი ძმა – შალომი და კიდევ ერთი თანამზრახველი.

მაშინ პოლიციამ თავდასხმა კრიმინალურ კლანებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებას დაუკავშირა.

შუმი ისაკოვი ციხიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს, სადაც მამაკაცის დაჭრისთვის სასჯელს იხდიდა. მისი ძმა – შალომი ოთხი თვის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.

შუმი ისაკოვი ოჯახთან ერთად წლების წინ საქართველოდან ისრაელში გადასახლდა. მან თავის ბანდაში საქართველოდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან ემიგრირებული კრიმინალური მიდრეკილების ხალხი გააერთიანა. დაჯგუფების ძირითადი „საქმიანობა“ რეკეტია, თუმცა, როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ისინი ბოლო დროს ქურდობის რამდენიმე საქმეში და მკვლელობაშიც არინ გარეულები.

ზოგიერთი გამოცემა ქილიკით წერს, რომ ისრაელის პოლიციას უყვარს „ტიტულების“ ჩამორიგება და ეს ქართულ-კავკასიური დაჯგუფება არც ისე გავლენიანია, რომ მას მაფია ეწოდოს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close