მსოფლიო

აშშ ეძებს ნებისმიერ ადამიანს, ვინც სუნთქავს და მუშაობა შეუძლია – „FORBES კვირა“ (ვიდეო)

„აშშ ეძებს ნებისმიერ ადამიანს, ვინც სუნთქავს და მუშაობა შეუძლია“, – ამის შესახებ trip.com-ის მარკეტ-მენეჯერმა გივი ბიწაძემ „FORBES კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კადრების მოძიება არა მარტო საქართველოში, აშშ-შიც ძალიან გართულებულია, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროში.

„აშშ-ის მაგალითზე ყოველი მეათე დასაქმებული სტუმარ-მასპინძლობის სექტორში იყო, თუმცა დღეს სასტუმროები და რესტორნები ვერ იხსნება, რადგან კადრებს ვერ პოულობენ. გასულ კვირას დენვერის აეროპორტში დასაქმების ფორუმი გამოცხადდა, დაახლოებით 5 000 ადამიანს ელოდებოდნენ, თუმცა მხოლოდ 100 ადამიანი მივიდა. მიზეზი კი ისაა, რომ არავის უნდა დაბალშემოსავლიან სამუშაოზე იმუშაოს, რომელსაც ავიაკომპანიები, საკვები ობიექტები თუ სასტუმროები სთავაზობენ“, – განმარტა გივი ბიწაძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close