fbpx
პოლიტიკასაქართველო

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური: დათვლილია 20-ვე თვითმმართველი ერთეულის ყველა უბანი – ცესკოს მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ინფორმაციით, მერის არჩევნების მეორე ტურის ყველა უბნის მონაცემები დათვლილია როგორც დედაქალაქში, ისე 4-ვე თვითმმართველ ქალაქში და 15 თვითმმართველ თემში. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მხოლოდ ერთ თვითმმართველ თემში – წალენჯიხაში დამარცხდა „ქართული ოცნება“. წალენჯიხის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა  – გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა ხმების 51,107%-ით.

დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში მერის არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს, მათ შორის, თბილისშიც.

თბილისის 769-ვე უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ  „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს (41) ხმების  55.603 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას (5) – 44,397 პროცენტი.

ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 1 025406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია.

დედაქალაქში საარჩევნო უბნებზე მივიდა და თავისი ნება დააფიქსირა 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%).

ცესკო-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში – 59.9%, ყველაზე დაბალი – მცხეთა-მთიანეთში – 43.2%.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close