fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

აშშ-ში გაიცა პირველი პასპორტი, რომელშიც სქესი აღნიშნულია „X“-ით

აშშ-მა გასცა პირველი პასპორტი, რომელშიც მოქალაქის სქესი აღნიშნულია „X“-ით, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება იმ ადამიანთა უფლებების აღიარების საქმეში, რომლებიც თავს ან კაცად, ან ქალად არ თვლიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამის შესახებ ცნობა 27 ოქტომბერს გაავრცელა, მაგრამ არ დაუზუსტებია, ვის მისცა პასპორტი.

უწყება აცხადებს, რომ „პასპორტის ამ ვარიანტს უკვე შესთავაზებენ ყველას, ვინც განაცხადს შეიტანს, 2022 წლის დასაწყისისთვის, როცა შესაბამისი სისტემა შეივსება და ფორმა განახლდება“.

ლგბტ თემის საგანგებო წარმომადგენელმა ჯესიკა სტერნმა მოვლენას უწოდა ისტორიული ნაბიჯი და განაცხადა, რომ შედეგად სამთავრობო დოკუმენტები შეესაბამება „ცოცხალ რეალობას“, რომ არსებობს ადამიანის სქესის ბევრად უფრო ფართო სპექტრი, ვიდრე ეს აისახებოდა წინა ორ აღნიშვნაში.

ამიერიდან სახელმწიფო დეპარტამენტი განმცხადებლებს ნებას აძლევს, თვითონ აირჩიონ სქესი – მამრობითი იქნება თუ მდედრობითი და არ მოსთხოვენ სამედიცინო ცნობას, თუ მათი სქესი არ შეესაბამება პირადობის სხვა დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს.

აშშ შეუერთდა, სულ მცირე, სხვა ათ ქვეყანას, მათ შორის, არგენტინას, ავსტრალიას, გერმანიას, კანადას, ინდოეთს, რომლებმაც თავიანთ მოქალაქეებს ნება დართეს, პასპორტსხვა სქესიში მიუთითონ სხვა, მამრობითისა და მდედრობითისგან განსხვავებული სქესი, – იტყობინება დამსაქმებელთა უფლებების დაცვის ქსელი, რომელიც თანასწორობისა და ჩართულობისთვის იბრძვის.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close