პოლიტიკასაზოგადოება
მიცოტაკისმა საბერძნეთში 5-11 წლის ბავშვების აცრის შესახებ გამოაცხადა: „მალე თქვენთვისაც იქნება…“
კირიაკოს მიცოტაკისი დღეს, 28 ოქტომბერს, დილით პალეო ფალიროს (ათენის თანამგზავრი ქალაქი) სკოლების მოსწავლეთა აღლუმს დაესწრო „ოხის“ დღესასწაულთან დაკავშირებით და მოზარდებს პირისპირ, თავისუფალ ვითარებაში გაესაუბრა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თავის გარშემო შეკრებილ ბავშვებს უთხრა, რომ უმოკლეს დროში იქნება შესაძლებლობა, დაიწყოს 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია.
„ვაქცინა ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ. მალე თქვენთვისაც იქნება “, – დამახასიათებელი რიტორიკით მიმართა პრემიერმა ორ ბიჭუნას.
მიცოტაკისმა ბავშვებსაც მოუწოდა, დაარწმუნონ თავიანთი აუცრელი ოჯახის წევრები, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ.
„თუ გყავთ მშობლები, ბებია და პაპა, რომლებსაც აცრა ჯერ არ გაუკეთებიათ, უნდა დაარწმუნოთ ისინი, რომ ეს აუცილებელია“, – უთხრა ბავშვებს პრემიერ-მინისტრმა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები