არჩევნების მეორე ტურში „ოცნების“ ლიდერებს ცოლების მხარდაჭერა გარანტირებული აქვთ – რას გადაწყვეტს ხალხი?
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე სამი დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე ათეულობით ათასი მხარდამჭერი შემაჯამებელი აქციისთვის შეკრიბა.
კახა კალაძე თბილისის მერობის მეორე ვადით დასაკავებლად იბრძვის, მან წინა არჩევნებზე პირველივე ტურში მოიგო. მისი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაა.
თბილისის მოქმედ მერს და თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს აქციაზე ცოლ-შვილი გულშემატკივრობდა.
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოს 20 ქალაქში გაიმართება, მათ შორის, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებით, მმართველი პარტია 20 ქალაქში აპირებს გამარჯვებას. ამ თამამი პროგნოზის გაკეთების საფუძველი პრემიერს ალბათ დღევანდელი ხალხმრავალმა მიტინგმაც მისცა.
მიტინგზე პრემიერს მეუღლე – ნუნუკა თამაზაშვილი ახლდა.
არჩევნებში გამარჯვების შანსებს ოპოზიცია განსხვავებულად ითვლის.
„მთავარი არხის“ მიერ დაკვეთილი კვლევით, თბილისში კალაძე ლიდერობს; ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში კი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
კვლევა Ipsos გლობალმა ჩაატარა.
გამოკითხვის დროს მკვლევარებმა დასვეს კითხვა, „მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“. ამ კითხვას ქალაქების მიხედვით ასე უპასუხეს:
- ნიკა მელია (“ნაციონალური მოძრაობა”) – 48,4%;
- კახა კალაძე (“ქართული ოცნება”) – 51,6%
ზუგდიდი:
- ანზორ მელია (“ნაციონალური მოძრაობა”) – 54,7%;
- მამუკა წოწერია (“ქართული ოცნება”) – 45,3%.
რუსთავი:
- დავით კირკიტაძე (“ნაციონალური მოძრაობა”) – 53,1%;
- ნინო ლაცაბიძე (“ქართული ოცნება”) – 46,9%.
ქუთაისი
- ხატია დეკანოიძე (“ნაციონალური მოძრაობა”) – 51,7%;
- იოსებ ხახალეიშვილი (“ქართული ოცნება”) – 48,3%.
- გიორგი კირთაძე (“ნაციონალური მოძრაობა”) – 51,3%;
- არჩილ ჩიქოვანი (“ქართული ოცნება”) – 48,7%.
კვლევის მიხედვით, კანდიდატებს შორის სხვაობა რიგ შემთხვევაში იმდენად მცირეა, რომ ცდომილების ზღვრების გათვალისწინებით, შესაძლოა საპირისპირო შედეგი დადგეს. ცდომილების ზღვარი 3 პროცენტია.
მეორე ტურში 17 ქალაქში ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი და, ასევე, ორ ქალაქში – თიანეთსა და ოზურგეთში – „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები – თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.
კომენტარები