სროლა გადასაღებ მოედანზე – ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით ოპერატორი ქალი მოკლა, რეჟისორი მძიმედაა დაჭრილი
ჰოლივუდის მსახიობის, ალეკ ბოლდუინის მიერ ფილმის გადაღებისას ნასროლ ტყვიას ოპერატორი ქალის – გალინა ხატჩინსის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ინციდენტი ქალაქ სანტა ფესთან ახლოს (შტატი ნიუ მექსიკო) მოხდა. დაჭრილია ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში მოათავსეს.
„ჰოლივუდ რეპორტერის“ ცნობით, ინციდენტი მოხდა სცენის გადაღების დროს, როდესაც ალეკ ბოლდიუნს იარაღიდან უნდა გაესროლა ფუჭი ტყვიები – იარაღი რეკვიზიტად იყო გამოყენებული გადაღებების დროს, თუმცა ტყვიები ნამდვილი აღმოჩნდა.
ამ ეტაპზე ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს. თავად ალეკ ბოლდუინმა გამომძიებლების კითხვებზე პასუხი გასცა. ინციდენტთან დაკავშირებით ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.
#BREAKING: @santafesheriff investigating incident at #Rust movie set on Bonanza Creek Ranch near Santa Fe. Pic from @KOB4 #Chopper4 shows an old church set blocked off, and set security confirms its lockdown. Other pic of Rust cast/crew. pic.twitter.com/8Cw9eg8kec
— Tessa Mentus (@TessaMentus) October 21, 2021
42 წლის ოპერატორი ქალი, რომელიც სროლის შედეგად დაიჭრა, საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იგი უკრაინის მოქალაქე იყო. 48 წლის რეჟისორი ჯოელ სოუზი კი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა და ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
View this post on Instagram
გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ალეკ ბოლდუინმა კომენტარი გააკეთა: „სიტყვები არ მყოფნის ჩემი სასოწარკვეთისა და წუხილის გადმოსაცემად მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც გალინა ხატჩინსის სიცოცხლე იმსხვერპლა – ცოლის, დედის და ძვირფასი კოლეგის. ვთანამშრომლობ პოლიციასთან, რომელიც ცდილობს, გამოიძიოს რატომ მოხდა ეს ტრაგედია. ვეკონტაქტები მის მეუღლეს და თანადგომას ვთავაზობ. გულდამძიმებული ვარ, თანავუგრძნობ მეუღლეს, შვილს და ყველას, ვინც გალინას იცნობდა“, – თქვა ბოლდუინმა.
ნუცა ყაველაშვილი
ქვემოთ მოყვანილი ფოტოები ტრაგედიის შემდეგ არის გადაღებული.
კომენტარები