საქართველოსპორტი
ქართველი მოჭადრაკე ქალები კვლავ პირველები არიან, ამჯერად საქართველო მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა ასახელა (ვიდეო)
მსჯავრდებულთა შორის ჭადრაკში პირველი მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი გახდა.
ჩემპიონატში 31 ქვეყნის 43 გუნდი მონაწილეობდა, დასკვნით ტურში კი 4 ქვეყნის გუნდი ასპარეზობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო. ორ წრედ გამართული ფინალური მატჩ-ტურნირი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.
ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით 13-14 ოქტომბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
გაიცანით პატიმარი ქალები საქართველოდან, რომლებმაც მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში.
კომენტარები