იტალიაში ვაქცინირებულებს შორის გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 85 წელს შეადგენს
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2021/10/იტალია-1.jpg)
იტალიაში ვაქცინირებულებს შორის გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 85 წელს შეადგენს. ამას ცხადყოფს იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა.
კვლევის შედეგების თანახმად, ვაქცინირებულებს შორის გარდაცვლილ პირებს საშუალოდ 5 თანმდევი დაავადება ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ არავაქცინირებულ პირებს შორის გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 78 წელს შეადგენს.
ვაქცინირებულებს შორის გარდაცვლილ პირებში ყველაზე უფრო შემდეგი დაავადებები ჭარბობდა: გულის პრობლემები, დემენცია და კიბოს შემთხვევები.
კვლევა მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებს მოიცავს. აღნიშნულ პერიოდში იტალიაში კორონავირუსს 38 096 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 33 620 ადამიანი არავაქცინირებული იყო, 2 130-მა ადამიანმა ვაქცინის ერთი დოზა მიიღო ან ანტისხეულების წარმოქმნამდე დაინფიცირდა, ხოლო 1 440 ადამიანი სრულად ვაქცინირებული იყო.
imedinews.ge
კომენტარები