მსოფლიოსაზოგადოება

ვულკანის ამოფრქვევის გამო ესპანეთში, ლა პალმაზე დარჩენილი ძაღლების გადარჩენას დრონების დახმარებით აპირებენ

ესპანეთში დრონების ოპერატორმა კომპანიამ კუნძულ ლა პალმაზე დარჩენილი ძაღლების გადარჩენის ნებართვა მიიღო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, კუნძულზე, სადაც ვულკანის ამოფრქვევა უკვე მეხუთე კვირაა გრძელდება, 3 ძაღლია დარჩენილი. ისინი ვულკანის მახლობლად მიტოვებულ ეზოში არიან, რომელიც ვულკანური ფერფლით არის დაფარული. ბოლო დღეების განმავლობაში მათ საკვებს დრონებით აწვდიან.

იმის გამო, რომ ამოფრქვევა ამ დრომდე გრძელდება, ადგილზე ვერტმფრენით მისვლა სახიფათოა, ამიტომ ძაღლების გადარჩენას დრონებით შეეცდებიან. ამისთვის დრონებს დისტანციურად მართვად ბადეებს მიამაგრებენ, რომლითაც ძაღლებს სათითაოდ დაიჭერენ და ლავის ნაკადებზე გადმოაფრენენ.

ვულკანის ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო. ლავამ უკვე 1 800-ზე მეტი შენობა გაანადგურა, საბედნიეროდ, დროული ევაკუაციის შედეგად ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სახლების დატოვება 7 ათასამდე ადამიანს მოუწია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close