fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ვინ გახდა ევროკავშირის პირველი ლედი – გაიცანით შარლ მი­შე­ლის მეუღლე

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაქორწინდა. ამის შე­სა­ხებ „პო­ლი­ტი­კო“ წერს. ქორ­წი­ლი აქამდეც უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და წყვილმა მხოლოდ ახლა შეძლო ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება. მედიისთვის ქორწილის დეტალები უცნობია.

მი­შე­ლის რჩე­უ­ლი ამელი დერ­ბა­უ­დრენ­გიე­ნია (Amélie Derbaudrenghien), რო­მელ­თა­ნაც პო­ლი­ტი­კოსს უკვე 12 წელია ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ამ ხნის განმავლობაში ის შარლ მი­შე­ლს ყოველთვის ახლდა ოფიციალურ შეხვედრებზე და ოფიციალური სტატუსის არქონის მიუხედავად სხვა ქვეყნების პირველ ლედებთან ერთად მონაწილეობდა პროტოკოლურ ღონისძიებებში.

ამე­ლი ბელ­გი­ე­ლია, მას სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კო­სის მრჩევ­ლად უმუ­შა­ვია. ამჟამად ამელი დერბაუდრენგიენ-მიშელი ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს: 2016 წელს ჟანა და­ი­ბა­და, ხოლო 2019 წელს – ლუსი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შარლ მი­შე­ლისთვის ეს მეორე ქორწინებაა, პირველი ქორწინებიდან მას ერთი ვაჟი, 15 წლის მაქ­სი­მი­ლი­ა­ნი ჰყავს.

შარლ მი­შელ­სა და ამელის სურ­დათ, რომ 2020 წლის ზა­ფხულ­ში საფრანგეთის სამხრეთში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სო­ფელ­ში ექორ­წი­ნათ, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში რეგიონი ეპიდემიოლოგიური თვალ­საზ­რი­სით „ნა­რინ­ჯის­ფერ ზო­ნად“ გა­მო­ცხად­და, რაც იმას ნიშნავდა, რომ როდესაც საფ­რან­გე­თი­დან ბელ­გი­ა­ში დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, კა­რან­ტინ­ში უნდა გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, ამი­ტო­მაც ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე უარი თქვეს.

45 წლის ბელგიელი შარლ მიშელი ევროპულ საბჭოს სათავეში 2019 წლიდან უდგას. მას მდიდარი პოლიტიკური წარსული აქვს. აღსანიშნავია, რომ შარლის მამა, ლუი მიშელი ბელგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და, ასევე, ყოფილი ევროკომისარია.

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც შარლ მიშელის შემოსავალს შეეხება: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში შარლ მიშელის ხელფასი თვეში 32 700 ევროა, შესაბამისად, მისი წლიური ანაზღაურება 392 400 ევროს შეადგენს.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close