ეკონომიკაიტალია

75-წლიანი ეპოქა დასრულდა – Alitalia გაკოტრდა

იტალიაში უმსხვილესმა ავიაკომპანია Alitalia-მ, იტალიის ერთ-ერთმა სიმბოლომ, არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

„ალიტალია“ ბოლო წლებში წაგებაზე მუშაობდა და გაკოტრების ზღვარზე იყო. მისი აქციების ნახევარი კომპანია Etihad Airways-მა შეიძინა. პანდემიის დროს ავიაგადაზიდვების შემცირების გამო შემოსავლების კლების შედეგად კომპანიამ გაკოტრების გადაწყვეტილება მიიღო.

Alitalia-მ ბოლო რეისი – AZ 01586 კალიარიდან რომის მიმართულებით შეასრულა. ფრენა 14 ოქტომბერს თითქმის ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო 22:36 სთ-ზე და თვითმფრინავი 23:22 სთ-ზე ჩაფრინდა ფიუმიჩინოს აეროპორტში, რითაც ყოფილი ნაციონალური ავიაკომპანიის თითქმის 75-წლიანი ისტორია დასრულდა.

ახლა ITA-ს ეპოქა იწყება. სწორედ Italia Transport Aereo (ITA)-ს გადაეცა „ალიტალიის“ აქტივების უდიდესი ნაწილი. ITA-მ  Alitalia-ს ბრენდიც გამოყენების უფლებაც იყიდა 90 მლნ ევროდ. რებრენდინგის შედეფად შექმნილ ახალ ავიაკომპანიაში იტალიის მთავრობა 1,5 მლრდ ევროს ინვესტირებას განახორციელებს. Ita-ს პარკში ამჟამად 52 თვითმფრინავია, თანამშრომელთა შტატი 2800-ს (ძველ „ალიტალიაში“ 10 500 სამუშაო ადგილი იყო) და ITA-ში მუშაობას Alitalia-ს თანამშრომელთა მხოლოდ მეოთხედი გააგრძელებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით მოეწყო იტალიის პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები.

როგორც ახალი კომპანიის პრეზიდენტმა ალფრედო ალტავილამ განაცხადა, მისი ერთ-ერთი მიზანია, ITA  ევროპაში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა და არაძვირი ავიაკომპანია გახდეს 2025 წლისთვის, რისთვისაც Airbus-თან გაფორმდა ხელშეკრულება ბოლო თაობის თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close