იტალიასაზოგადოება

იტალიაში ათიათასობით ადამიანი ნეოფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოვიდა

იტალიის პროფკავშირები ნეოფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იტალიაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და მთავრობას ნეოფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ მკაცრი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდეს. პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, დროა სახელმწიფომ თავისი დემოკრატიული ძალა აჩვენოს კანონებისა და კონსტიტუციის აღსრულების კუთხით.

გასულ კვირას ნეოფაშისტურმა დაჯგუფებებმა რომში საპროტესტო აქცია გამართეს ე.წ. „მწვანე ბარათების“ გაუქმების მოთხოვნით.

პროტესტის მონაწილეებმა პროფკავშირების ფილიალებში და პრემიერ-მინისტრის ოფისში შეჭრა ცადეს, რის გამოც პოლიციას მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა.

პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, მათ შორის, მემარჯვენე დაჯგუფება „ფორცა ნუოვას“ ლიდერები.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close