ვიდეოპოლიტიკა

რა პირობებში იხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

„იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც გაარკვია, თუ რა პირობებში იხდის სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის საკანი ორ ადამიანზე არის გათვლილი, თუმცა ის საკანში მარტო იმყოფება. სტანდარტულად ტელევიზორი არც ერთ საკანში არ არის, პატიმარმა სურვილის შემთხვევაში თავად უნდა შეიძინოს, როგორც მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში. მან ადმინისტრაციას მაცივარიც სთხოვა, ამიტომ დღეს მსჯავრდებულის ოთახში არის მაცივარიც, ასევე ელექტროჩაიდანი და გამათბობელი.

გადამღები ჯგუფი ასევე შეხვდა მათ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იმყოფებოდა პატიმრობაში.

სხვა დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close