ძილში ავცრათ: პრეზიდენტმა ანტივაქსერებთან ბრძოლის მეთოდს მიაგნო
ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ წამოაყენა წინადადება, ძილში აცრან კორონავირუსზე ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები. ამის შესახებ მან სახელისუფლებო ტელეარხ PTV-ზე გამოსვლისას განაცხადა.
„ვიცი, რომ ბევრს ჯერ კიდევ არ სურს [აცრა]… მოდით, შევაღწიოთ მათ სახლებში და ძილში ავცრათ“, — თქვა მან.
მანამდე დუტერტემ განაცხადა, რომ ეძებს შესაფერის კანონს, რომელიც კარანტინის დამრღვევებისა და მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეთა ციხეში ჩასმის უფლებას იძლევა.
გარდა ამისა, ივნისის დასაწყისში პრეზიდენტი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, რომლებიც წესებს უგულებელყოფდნენ და სხვებსაც აინფიცირებდნენ, რასაც სასიკვდილო შედეგები მოჰყვებოდა, დაემუქრა, რომ მათ ბრალს წაუყენებდნენ მკვლელობაში.
ამასთან, დუტერტე ფილიპინელებს უკრძალავდა თავად აერჩიათ, რომელი ვაქცინით აიცრებოდნენ და აცხადებდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დამტკიცებული ყველა პრეპარატი ეფექტiიანი იყო.
ფილიპინებზე, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 110 მლნ კაცს აღემატება, ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 30 იანვარს დაფიქსირდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2,67 მლნ ადამიანზე მეტია, რომელთაგან 39,6 ათასი პაციენტი გარდაიცვალა.
კომენტარები