ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ტარიელ ონიანი ესპანეთის ციხიდან გაათავისუფლეს

ე.წ. კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა, იგივე „ტარომ“ ესპანეთის საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ რუსული საიტი „პრაიმ კრაიმი“ წერს.

წყაროს ინფორმაციით, ონიანმა გათავისუფლებისთანავე დატოვა ესპანეთის სამეფო.

ონიანი 2009 წლიდან ციხეშია – 10 წელი იგი რუსეთსი „იჯდა“ ადამიანის გატაცებისა და გამოძალვისთვის გაატარა, ბოლო 2 წელი კი ესპანეთის ციხეში გაატარა დანაშაულებრივი კაპიტალის გათეთრებისთვის.

გამოცემა წერს, რომ სვანეთის მკვიდრი, 63 წლის ტარიელ ონიანი ქუთაისურ „კლანს“ ხელმძღვანელობს და ე.წ. ქურდული სამყაროს ლიდერობის მთავარი პრეტენდენტია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close