სპორტი
4-ჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი – იტალიაში კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი გახდა მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის
იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოს მესამე ოქროს მედალი ილია სულამანიძემ (100კგ) მოუტანა.
ფინალში მან უზბეკი ძიუდოისტი დაამარცხა.
მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა (+100) კი ფინალურ ორთაბრძოლაში უნგრელ სპორტსმენს სძლია და საქართველოს ნაკრების მონაგარი მეოთხე ოქროს მედლით გაამდიდრა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ირაკლი დემეტრაშვილი.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა სოლიდური შედეგით – 4 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში (მამაკაცებსა და ქალებს შორის) პირველ ადგილზე გავიდა.
6 და 8 ოქტომბერს ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ).
ნინო ხოშტარია
საბა ინანეიშვილის გამარჯვება ნახევარფინალში:
კომენტარები