მსოფლიოსაზოგადოება

„სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ლში“ ნეფის – რო­მა­ნო­ვე­ბის მემკვიდრის, გიორგი რომანოვის მეჯვარე და­ვით ბაგრატიონი იყო

nostal.ge-ს მკითხველს უკვე გაცნობეთ, რომ  გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელის შვილთაშვილმა, რუ­სუ­ლი სა­მე­ფო გვა­რის, რო­მა­ნო­ვე­ბის მემ­კვიდ­რე, გიორგი რომანოვი სანკტ-პეტერბურგში იტალიელ ქალბატონზე რებეკა ბეტარინიზე დაქორწინდა. ახლა კი ფე­ის­ბუქ­ზე „სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა,რომ  გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვის მეჯ­ვა­რე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი იყო.

„სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ლი“ – ასე უწო­დეს რუ­სეთ­ში, მო­ნარ­ქის­ტულ წრე­ებ­სა და უცხო­ურ მე­დი­ა­ში რო­მა­ნო­ვის ჯვრის­წე­რას, რად­გან 1917 წლის ოქ­ტომ­ბრის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ეს რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ლია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე გრან­დი­ო­ზუ­ლად აღი­ნიშ­ნა. ქორ­წილ­ში 20-ზე მეტი სა­მე­ფო ოჯა­ხი იყო მიწ­ვე­უ­ლი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხიც. ცერემონიალს 1500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

„საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, უფლისწული დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი მეუღლესთან, პრინცესა ირინასთან ერთად სანკტ-პეტერბურგში საიმპერატორო ქორწილს დაესწრო.

გიორგი რომანოვის მეჯვარე საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი გახლდათ.

დავით ბაგრატიონი გიორგი რომანოვის ბიძაშვილია. დავითის პაპა, ირაკლი ბაგრატიონ მუხრანბატონი და გიორგის ბებია, ლეონიდა ბაგრატიონ მუხრანელი და-ძმა იყვნენ.

რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის ქორწილის აღსანიშნავად ღონისძიებები 3 დღეს გაგრძელდა.

30 სექტემბერი, დღე პირველი: წინასაქორწილო წვეულება კოქტეილის საღამო (welcome coctail) ვლადიმირის სასახლეში, რომელიც გიორგი რომანოვის დიდ პაპას ეკუთვნოდა.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ბულგარეთის მეფე სიმეონ II და ბულგარეთის დედოფალი მარგარეტა; იტალიის ტახტის მემკვიდრე ემანუელ ფილიბერტო, ვენეციის პრინცი; ავღანეთის პრინცესა ნოალი; პრინცი იოაჰიმ მიურატი; პორტუგალიის სამეფო ტახტის მემკვიდრე ბრაგანცას ჰერცოგი დომ დუარტე პიო; ალბანეთის ტახტის მემკვიდრე ლეკა II; ეგვიპტის მეფე საუდ და სხვანი“, – წერია „სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close