პოლიტიკასაქართველო

რატომ ედავება მუსიკოსი მანანა მენაბდე პოლიტიკოს ზურაბ ჯაფარიძეს 15 000 ლარს

მუსიკოსი მანანა მენაბდე ზურაბ ჯაფარიძეს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ჯაფარიძეს საარჩევნო კლიპისთვის მუსიკოსის მიერ შესრულებული სიმღერის გამოყენება შესაძლოა 15 000 ლარზე მეტი დაუჯდეს.

თუ დღის ბოლომდე ჯაფარიძე საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის, დიდი ალბათობით, დავა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

„გამოყენებულია ისე, რომ მე არ ვიცოდი. ამას ჰქონდა პოლიტიკური სარჩული, რაც მე არ მომეწონა“, – აცხადებს მანანა მენაბდე.

მუსიკოსის უფლებებს საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA იცავს.

„სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მას აეკრძალება მანანა მენაბდის საავტორო უფლების საჯაროდ განთავსება პირად და პარტიის Facebook-გვერდზე და ასევე დაეკისრება ჯარიმა საავტორო ჰონორარის 15-მაგი ოდენობით“, – აცხადებს GERA-ს იურისტი ლადო რაფავა.

ჯაფარიძის წინასაარჩევნო კამპანიაში ასევე Led Zeppelin-ის, დევიდ ბოუის და სხვა ცნობილი მუსიკოსების ჰანგებიც არაერთხელ არის გამოყენებული.

„გირჩი“ თავისი იდეოლოგიით ინტელექტუალურ საკუთრებას არ ცნობს. სერიოზულად რომ გითხრათ, მე თვითონაც არ ვაპირებ არც Pink Floyd-ს გადავუხადო თანხა, არც დევიდ ბოუის და არც მაგ ქალბატონს“ – აცხადებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close