fbpx
კრიმინალისაზოგადოება

რას სთხოვს მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს 

თბილისში, ვერაზე მოკლული ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას სთხოვს.

როგორც კვარაცხელიას ოჯახის განცხადებაშია აღნიშნული, რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა დამკვეთმა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოახდინოს.

„რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დად­გე­ნილ იქნა ორი პი­როვ­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა, მათ და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ ბრა­ლი და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ გა­ნე­სა­ზღვრათ პა­ტიმ­რო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­მალ­ვა­ში მყოფ პირ­თა ძებ­ნა.

ჩვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მოვ­რი­ცხავთ ნი­კო­სა და ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­თა შო­რის რა­ი­მე ბა­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზით კონ­ფლიქ­ტის არ­სე­ბო­ბა­საც კი, რად­გან ნიკო სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და მათ. მო­ვუ­წო­დებთ აკო ჭე­ლი­ძი­სა და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძის ოჯა­ხებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დას­ცენ მათი დამ­ნა­შა­ვე შვი­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობს საფრ­თხე, სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბა­ზე ხელ­შეშ­ლი­სა და მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი მო­ტი­ვის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­კვეთ­მა მო­ახ­დი­ნოს მათი ლიკ­ვი­და­ცია“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის: თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აკო ჭე­ლი­ძე­სა და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს ეძებს. მათ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვემ კი ტე­რი­ტო­რია თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით და­ტო­ვა.

მედიაში მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, რომელიც შესაძლოა 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას  მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, 58 წლის გაიოზ (გია) კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდებოდეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ამ მკვლელობას, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ზუსტად 20 წლის წინათ მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად დათო „ტბილისკი“ ააფეთქეს.

„კურიერმა“ გაარკვია, რომ გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის თანახმადაც, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკო კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close