fbpx
მედიცინამსოფლიო

ესპანეთში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების მესამე – ბუსტერული დოზით აცრა დაიწყება

ესპანეთში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების – „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მესამე დოზის გამოყენება დასაშვები გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ელპაისის“ ცნობით,  როგორც ევროპის წამლის სააგენტომ ორშაბათს, 4 ოქტომბერს განაცხადა, „ფაიზერის“ ბუსტერული დოზის მიღება შესაძლებელია მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ. მართალია, „მოდერნასთან“ დაკავშირებით სააგენტოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

მესამე, დამატებითი დოზით აცრას 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები ესპანეთში მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან შეძლებენ.

ამ დროისთვის ქვეყანაში 70 წელს გადაცილებულ 6,8 მილიონ მოქალაქეს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის 2-დოზიანი კურსი დასრულებული აქვს, მთლიანობაში კი ესპანეთში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 78 პროცენტი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close