იტალიაკრიმინალი

იტალიაში სამართალდამცველებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

„კურიერმა“ გაავრცელა ინფორმაცია იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რომლის მთავარი სამიზნე ქართველები იყვნენ. „ბინების ოსტატები“ – ასე უწოდებს იტალიური მედია ქართულ დაჯგუფებას, რომელმაც 45 ბინა გაქურდა.

ქართველების დასაკავებლად იტალიის პოლიციამ რეიდი ერთდროულად ქვეყნის სამ ქალაქში ჩაატარა. რომში, მილანსა და ტურინში საპოლიციო ღონისძიებების შედეგად საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს..

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენამდე დაჯგუფების წევრები ბინის კარზე სიგარეტის ფილტრს, ან სხვა შეუმჩნეველ ნივთს აკრავდნენ, მას შემდეგ კი, რაც დარწმუნდებოდნენ, რომ ბინის კარი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაღებულა, სახლში შედიოდნენ.

მიმდინარე წელს იტალიაში ქართველი მძარცველების დაკავების ეს პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში ადგილობრივმა პოლიციამ სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, 62 ადამიანი აიყვანა, საიდანაც 55 საქართველოს მოქალაქე იყო.

rustavi2.ge

დაკავების კადრები შეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ: ilgiorno.it/milano/cronaca

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close