ტექნოლოგიები

Facebook-ის გათიშვა ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერების ჯგუფს უკავშირდება – Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, Facebook-მა დაადგინა, რომ აპლიკაციისა და სერვისის გათიშვა გამოწვეულია ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერების ჯგუფი მიერ, რომელიც ცნობილია სახელით XIAN HUGHJANUS.

„ვმუშაობთ FBI-სთან. ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს მესამე ონლაინ აგრესიის შემთხვევაა ჩინეთიდან. ჩვენი მომხმარებლის ინფორმაცია გვეკუთვნის ჩვენ და არა ჩინეთს“, – თქვა Facebook-ის წარმომადგენელმა შერილ სენდბერგმა Bloomberg-თან.

ცნობისთვის, თითქმის შვიდსაათიანი გათიშვის გამო Facebook-ი და მის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სოციალური ქსელები მთელ მსოფლიოში ხარვეზებით მუშაობდა.

mtavari.tv

პ. ს. ცნობისათვის,  „ფეისბუქის“ გლობალური გათიშვის გამო სოციალური ქსელის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება უკვე 4 ოქტომბრის საღამოსთვის 6,6 მილიარდი დოლარით შემცირდა – ამას მოწმობდა Forbes Real-Time-ის მონაცემები.

ამ დროისთვის (16:00 სთ თბილისის დროით) Forbes Real-Time-ი უჩვენებს, რომ მარკ ცუკერბერგის ქონება 5,9 მლრდ დოლარითაა შემცირებული და ის 116.8 მლრდ დოლარით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close