რას არ გაიგებ/ფაქტები

კანაფს დედამიწის გასუფთავება შეუძლია – კემბრიჯის უნივერსიტეტის აღმოჩენა

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, კანაფის მცენარეს ორჯერ მეტი ნახშირორჟანგის შთანთქმა შეუძლია, ვიდრე სხვა ნებისმიერს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის აღმოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, გაჩნდა ახალი იდეებიც. ადამიანებმა დაიწყეს კანაფის მცენარის სახლების მშენებლობაში შეტანა. მათი მიზანია, კონსტრუქციაში გამოყენებულმა მცენარემ შენობის გარე და შიდა სივრცეების ნახშირორჟანგისგან გაწმენდას შეუწყოს ხელი.

სპეციალურად შემუშავებული ტექნიკის მეშვეობით უკვე შესაძლებელი გახდა, რომ კანაფის მცენარე მყარ საშენ მასალად გარდაიქმნას.

ინიციატორები თვლიან, რომ თუ არქიტექტურ-მშენებლობაში კანაფის ერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარისგან მიღებულ საშენ მასალას აქტიურად გამოიყენებენ, შენობებს ბუნებისადმი ეკომეგობრული დატვირთვა ექნება.

აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის 30-40 პროცენტი სწორედ შენობების აგებაზე მოხმარებული ენერგიითა და სამშენებლო მტვრით გამოწვეულ გარემოს დაბინძურებაზე მოდის.

მეცნიერების მტკიცებით, კანაფის საშენ მასალად მასობრივი გამოყენების შემთხვევაში მომავალში გარემო ბეvრად უფრო ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close