fbpx
იტალიასაზოგადოება

მილანში თვითმფრინავი შენობას დაეჯახა, არიან დაღუპულები

იტალიის ქალაქ მილანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კომუნა San Donato Milanese-ში, მარინიანოს ქუჩაზე კერძო თვითმფრინავი ცარიელ შენობას დაეჯახა. შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. როგორც „ანსა“ წერს, დაიღუპა პილოტი, მეორე პილოტი, 5 ზრდასრული ადამიანი და ერთი 2 წლამდე ასაკის ბიჭი. 

პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია მდიდარი რუმინელი ბიზნესმენი დან პეტრესკუ, თვითმფრინავის მფლობელი და პილოტი. 68 წლის პეტრესკუ რუმინეთის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. ავიაკატასტროფას ემსხვერპლა მისი 30 წლის შვილიც – დან სტეფან პეტრესკუ. აგრეთვე, მისი ცოლი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქე იყო.

დაიღუპა 33 წლის იტალიელი მამაკაცი და მისი მცირეწლოვანი ვაჟიშვილი რაფაელი, რომელიც 2020 წელს იყო დაბადებული, აგრეთვე, მისი ცოლი და სიდედრი.

ავიაკატასტროფას პეტრესკუს კანადელი მეგობარიც ემსხვერპლა.

თვითმფრინავი მილანის აეროპორტიდან კუნძულ სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

თვითმფრინავის შეჯახების შედეგად შენობის ახლოს  რამდენიმე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი მალე ჩააქრეს ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა.

მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო შემთხვევის ადგილიდან:

ფრენათა უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ (ANSV) დაიწყო გამოძიება კატასტროფის მიზეზების გასარკვევად. თვითმხილველთა თქმით, როდესაც ძირს ეშვებოდა, თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი ეკიდა.

 

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close