fbpx
ჩვენი ფავორიტიბლიც-ინტერვიუინტერვიუ

დინა მირცხულავა: შინ არ ვარ, ამაზე მეტი ტკივილი რა უნდა იყოს?!

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნოველისტი დინა მირცხულავა ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს:

მე ვარ…

ადამიანი… ყოველ შემთხვევაში, მინდა ვიყო.

დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება

ჩემი ძმის გარდაცვალების დღე.

ათი წლის წინანდელ საკუთარ თავს ვურჩევდი

უფრო მეტი იოცნებე, დინა, ხომ ხედავ, ყველაფერი გისრულდება!

ვერასდროს შევეგუები

თუ შემიზღუდავენ პიროვნულ თავისუფლებას.

წიგნს ჩემი ცხოვრების შესახებ დავარქმევდი…

„მამაჩემო“ – და ასეც ერქმევა. განსაკუთრებული და გამორჩეული ბმა მაქვს მამასთან.

თუ იქნებოდა ჩემი უკანასკნელი დღე…

შევეცდებოდი მეჭამა ბევრი ნაყინი, ბევრი მეკოცნა შვილებისთვის და ჩემი გამოუცემელი წიგნი გადამეცა ამირასთვის, ჩემი მეგობრისთვის.

ლატარიაში მოგებულ დიდ თანხას დავხარჯავდი

აუცილებლად ქველმოქმედებაში, პოპულისტურად არ ვამბობ ამას.

მოქანდაკე, რომ ვიყო გამოვაქანდაკებდი

ჩემს გარდაცვლილ ძმას.

სულიდან მღელვარების განსადევნად აუცილებელია…

ჩემთვის – მუსიკა და ოცნება.

ყველაზე საუკეთესო რჩევა, რაც კი ჩემთვის მოუციათ…

მე ნუ დამიბრუნებ სიკეთისთვის, როცა შეძლებ, იგივე  გაუკეთე სხვას – ერთმა კარგმა კაცმა მითხრა ეს.

ახალგაზრდას, რომელიც მარტოსულად გრძნობს თავს, ვეტყოდი

ერთადერთი გამოუსწორებელი ამბავი არის სიკვდილი, სხვას ყველაფერს ეშველება, მათ შორის, მარტოობასაც.

ცხოვრებასა და არსებობას შორის განსხვავება…

მაგალითად, მე ვარსებობ, მაგრამ იცხოვრა მერაბ კოსტავამ.

სამშობლო ჩემთვის არის

ყველაფერი, რაც მტკივა, ახლა მხოლოდ ესაა სამშობლო.

ემიგრაცია…

შინ არ ვარ, ამაზე მეტი ტკივილი რა უნდა იყოს?!

ღმერთის ჩემეული აღქმა

მის გარეშე რა მეშველებოდა?!

წიგნი, რომელიც მომწონს

ძალიან ბევრია ასეთი: „მრისხანების მტევნები“, „ტრამალის მგელი“, „მარადი ქმარი“…

გამორჩეული ბრძნული ფრაზა…

უარესიც ხდება, მაგრამ იშვიათად (არ ვიცი, რამდენად ბრძნულია).

ერთი დღით ვიქნებოდი…

ღმერთი(მეპატიოს)და ყველა ავადმყოფ ბავშვს განვკურნავდი.

ბედნიერებაა, როცა გყავს

ილია და ილიანა.

არასდროს არის გვიან

დაწყება.

სიყვარულს ანგრევს…

ეგოიზმი.

ცხოვრება გაიძულებს

დაუშვა შეცდომები, ზოგჯერ გამოუსწორებელიც კი…

მესაფლავეს ვკითხავდი…

ბოლოს და ბოლოს ხომ გაიგო კაცის დარდი, როცა დედაჩემი ნახა?

ექსპრომტად დაწერილი ჩემი ნოველა დღევანდელობაზე…

„ვიდრე დაიწყებს შემოდგომა მრუმე ამინდებს

და თავსხმა წვიმებს არ გადაიღებს,

იქ დამაბრუნეთ, ვისაც ვუყვარდი,

იქ და იმასთან – ვისაც ვუნდოდი,

ვისაც შეეძლო ასეთ მერეხში ჩემი გათბობა

და არასოდეს,

არასოდეს არ მასწავლო გზები უმისოდ“…

 ადამიანებს ვუსურვებ…

ჭამონ ბევრი ნაყინი, ისეირნონ ფეხით და ისწავლონ, როგორ იცინონ, როგორ დასცინონ მძიმე დღეებში მძიმე დღეებს…

დინას ქალ-ვაჟი – ილია და ილიანა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close