მედიცინაპოლიტიკა

ისრაელში, ე.წ. „მწვანე საშვს“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ სამჯერ აცრილი მოქალაქეები მიიღებენ

ისრაელში, ე.წ. „მწვანე საშვს“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ სამჯერ აცრილი მოქალაქეები მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ე.წ. „მწვანე საშვი“ ისრაელის მოქალაქეებს რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და მრავალ სხვა ადგილას შესვლის საშუალებას აძლევს.

ახალი „მწვანე საშვი“ მათთვის გაიცემა, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა მიიღო ან კორონავირუსისგან ახლახან გამოჯანმრთელდა. მანამდე ე.წ. „მწვანე საშვი“ ორჯერ აცრილებისთვის გაიცემოდა.

ისრაელის 9.4-მილიონიანი მოსახლეობის 37%-მა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უკვე მიიღო.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close