newsსაბერძნეთი

მინი ლოქდაუნი თესალონიკში – ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო კომენდანტის საათი ამოქმედდა

საბერძნეთის ხელისუფებამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ თესალონიკში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ღამის საათებში კომენდანტის საათი დააწესა.

შეზღუდვები 1-ლი ოქტომბრიდან შევიდა ძალაში და ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

კერძოდ, აკრძალულია გადაადგილება ღამის პირველი საათიდან დილის 6 საათამდე (აუცილებელი საჭიროებების გარდა, მათ შორის, სამსახურიდან გამომდინარე).

ამ საათებში აკრძალულია მუსიკა ბარებსა და რესტორნებში და კვების სხვა დაწესებულებებში.

მინი ლოქდუნი ძალაშია პირველი ოქტოომბრის (პარასკევი) დილის 6 საათიდან, 8 ოქტომბრის (პარასკევი) დილის 6 საათამდე.

ზომები მკაცრდება ქალაქ თესალონიკში და მთელ რეგიონში, ასევე, მეზობელ რეგიონ ჰალკიდიკიში, ქალაქ ლარისის ჩათვლით. საქმე ისაა, რომ ზოგადად საბერძნეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ფონზე ჩრდილოეთ ნაწილში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობის ზრდა შეინიშნება.

საბერძნეთის მოსახლეობის დაახლოებით 58 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close