27 სექტემბერს, გამთენიისას უცნაური შემთხვევა მოხდა ბერძნულ კუნძულ კასტელორიზოზე, რომელიც სხვა ბერძნული კუნძულებისგან განცალკევებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, თურქეთის სანაპიროდან 1 საზღვაო მილის (1852 მეტრი) დაშორებით მდებარეობს.
საცურაო ფარფლებით (ე. წ. ლასტები) აღჭურვილმა თურქეთის ორმა მოქალაქემ კუნძულამდე ცურვით მიაღწია. ისინი ნაპირზე გადავიდნენ და პირდაპირ ეთერში ვიდეოტრანსლაცია დაიწყეს. შემთხვევამ საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურის შეშფოთება გამოიწვია. საზღვრის დამრღვევები დააკავეს. უცნობია, რამ განაპირობა თურქეთის მოქალაქეების ასეთი უცნაური საქციელი.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები