მსოფლიოკრიმინალი

ადვოკატებად გადაცმულმა განგსტერებმა სასამართლო დარბაზში მაფიის ბოსი მოკლეს (ვიდეო)

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ადვოკატებად გადაცმულმა განგსტერებმა სასამართლო დარბაზში მაფიის ბოსი ჯიტენდერ მაან გოგი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციამ ადვოკატებად გადაცმულ ორ განგსტერს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და ორივე თავდამსხმელი მოკლა. დაიჭრა დარბაზში მყოფი რამდენიმე ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები კიდევ ერთი მაფიოზური დაჯგუფების, „ტილუს“ წევრები იყვნენ.

მაფიოზური დაჯგუფების ლიდერი ჯიტენდერ მაან გოგი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ძებნილად ითვლებოდა, 2020 წლის მარტში დააკავეს, მისი წინააღმდეგ დელისა და ინდოეთის სხვა შტატებში ათობით საქმეა აღძრული, მათ შორის, მკვლელობის, ადამიანების გატაცების და თაღლითობის ბრალდებით.

მოკლულის დაჯგუფებასა და „ტილუს“ შორის დაპირისპირებას უკვე 25-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close