ტექნოლოგიებიnewsსაბერძნეთი

საბერძნეთში დრონის საშუალებით მედიკამენტების მიწოდება გამოსცადეს

საბერძნეთში მიუდგომელ ადგილებში დრონის საშუალებით მედიკამენტების მიწოდება გამოსცადეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცდა მიზნად ისახავდა იზოლირებულ ადგილზე ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებით მედიკამენტის მიტანას. დრონმა ქალაქ ტრიკალიდან სამი კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ ლეპტოკარიაში არსებულ აფთიაქში ჩაიტანა მედიკამენტები.

ტრიკალის მერის განცხადებით, ტექნოლოგიები არსებული პრობლემების მოგვარების საუკეთესო საშუალებად შეიძლება იქცეს.

პროექტს ევროკავშირი აფინანსებს  და ის მიზნად ისახავს დახმარების გაწევას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომლებიც სახლებში არიან იზოლირებულნი. იგეგმება დრონების გადაუდებელი სიტუაციის დროს გამოცდაც. ოფიციალური პირების განცხადებით, პროექტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close