მედიცინა

დემენცია – სპეციალისტები საგანგაშო კვლევას აქვეყნებენ

ავსტრალიაში 40 წელში დემენციით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დროულად უნდა შეიქმნას წამალი დემენციის წინააღმდეგ.

ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ 40 წლის შემდეგ ავსტრალიაში 800 000-ზე მეტი ადამიანი იქნება დემენციით დაავადებული, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ახლა.

ავსტრალიის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტის სამთავრობო უწყების კვლევით, ქვეყანაში 2058 წელს დემენციით დაავადებულთა რაოდენობა 1,1. მილიონი იქნება. სპეციალისტები დაავადების ზრდის მაჩვენებლის შემცირების ერთადერთ გზად პრეპარატს ასახელებენ.

„დემენცია“ ფართო ტერმინია. ის თავის ტვინის ფუნქციებს აზიანებს, დაავადებული პაციენტების მოვლა კი რთული და ძვირია. მხოლოდ 2019 წელს ავსტრალიაში პაციენტებზე ზრუნვაში 2.1 მილიარდი ამერიკული დოლარი დაიხარჯა.

ამ დროისთვის მსოფლიოში 55 მილიონი ადამიანია დემენციით დაავადებული.  მათი რაოდენობა ყოველწლიურად10 მილიონით იზრდება, თუმცა სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან პროგნოზირებენ, რომ მსოფლიოში 2050 წლისთვის დემენციით დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად არა ათი, არამედ 40 მილიონით გაიზრდება. კვლევა ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ ჩაატარა.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close